მონტენეგრო – მთავარი დანიშნულების ადგილი ინვესტორებისთვის და ახალი სამშობლო მსოფლიო მოქალაქეებისთვის

ხმელთაშუა ზღვის ეს პატარა ქვეყანა, რომელიც ყოფილი იუგოსლავიის წევრ სახელმწიფოთა საზღვრებს შორისაა მოქცეული, სწრაფი და მდგრადი განვითარების შედეგად ყურადღების ცენტრშია მოქცეული.

განსაცვიფრებელი მთები, კამკამა ზღვა და ამასთან ერთად წლის განმავლობაში 240 მზიანი დღე, მონტენეგროს მიმზიდველ ადგილად აქცევს ტურისტების, ინვესტორებისა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის.

2006 წელს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ბევრი რამ გაკეთდა ქვეყნის კეთილდღეობისთვის. ამჟამად, მონტენეგრო ევრო კავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა და სულ ახლახანს შეუერთდა ნატო-ს 29-ე წევრ სახელმწიფოდ.

უდიდესი საინვესტიციო პროექტების ღირებულება 400 მილიონი ევროდან 1.1 მილიარდ ევრომდე მერყეობს, რამაც მონტენეგრო ბევრი მედიის და სხვადასხვა დაინტერესებული მხარეების ყურადღების ცენტრში მოაქცია.

პორტო მონტენეგრო – „სუპერიახტ მარინა“ და მდიდრული აპარტამენტბი  

მისი ველური ბუნება და უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობა ერთ-ერთია იმ მახასიათებელბს შორის, რომლებიც ამ ქვეყანას ასეთ მომაჯადოებელს ხდის.   ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე პოლიტიკური ასპექტები დიდად გაუმჯობესდა, რასაც თავისთავად უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის, მათ შორისაა სტაბილურობა, ეკონომიკური ზრდა, უსაფრთხოება, მდიდარი მემკვიდრეობა და ცხოვრების დონე.

ბიზნესმენებისა და ინვესტორებისთვის კორპორატიული საგადასახადო განაკვეთი მხოლოდ 9%-ია, რაც დადებითი საინვესტიციო გარემოს მაჩვენებელია. ამასთანავე, ქონების გადასახადი 0.01%-დან 1%-მდეა, ხოლო უძრავი ქონების გასხვისების საგადასახადო განაკვეთი 3%-ია.

ინფრასტრუქტურული განვითარება ძირითადი მამოძრავებელი ელემენტია მონტენეგროს პროგრესისთვის და მთავარი ხელშემწყობი ფაქტორია პროდუქტიულობისა და მდგრადი ეკონომიკური განვითარებისთვის. ამ სექტორში ქვეყანამ გასაოცარ პროგრესს მიაღწია. ბევრი სხვადასხვა პროექტის განვითარებამ, დაწყებული გზების განვითარებიდან, ჯამური ღირებულებით 1.1 მილიარდი ევრო, დამთავრებული საზღვაო ელექტრო კაბელის გაყვანით მონტენეგროდან იტალიამდე, პერსპექტიული მომავლის ხედვა შექმნა.

დამოუკიდებლობის მიღების დღიდან დაწყებული, სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულმა ბევრმა მადლიერმა ინვესტორმა აირჩია მონტენეგრო თავიანთ მეორე სამშობლოდ. ამ ფაქტმა მისცა მოტივაცია მონტენეგროს მთავრობას შეექმნათ უნიკალური პროგრამა – მოქალაქეობის მინიჭება ინვესტირების საფუძველზე. პროგრამა მიმდინარე წლის აგვისტოში გამოცხადდა და სავარაუდოდ ოქტომბერში ამოქმედდება. პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, მისი კრიტერიუმების და პროცედურების შესახებ მონაცემების გასაცნობად შედით აქ.

Lustica Bay – Marina Town

მონტენეგროს მოქალაქეობის მიმღები პირები ნამდვილად კმაყოფილნი იქნებიან 117 ქვეყანაში უვიზო მიმოსვლით, რაც მათ ნამდვილად მსოფლიოს მოქალაქედ აქცევს თავიანთ ახალ სამშობლოში – მონტენეგროში. ბევრი ჩვენი მომხმარებელი დაგვეთანხმება რომ ახლა სწორედ მონტენეგროში ინვესტირების დროა!

 

*ჩვენი გუნდი მზად არის პასუხი გასცეს თქვენს შეკითხვებს და დახმარება გაგიწიოთ მონტენეგროსთან, როგორც მიმზიდველ ბაზართან დაკავშირებულ საკითხებში!


ბოჯანა მინიკ
კონსულტანტი ინვესრტირების და ემიგრაციის საკითხებში
bojana.minic@eurofast.eu


გთხოვთ იხილოთ DISCLAIMER

Related posts: