საქართველოს ვირტუალური ზონის პირის სტატუსი IT კომპანიებს ახალ შესაძლებლობებს სთვაზობს

საქართველო საკმაოდ პოპულარული იურისდიქცია ხდება, რომელიც საქმიანობას ახორციელებს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო დონეზე. მიმზიდველ ფაქტორებში შედის როგორც საერთაშორისო რეიტინგებში ბიზნესის მარტივად დაწყებასა და წარმოების მიხედვით განსაზღვრული ქვეყნის ადგილი, ასევე ის ფაქტიც რომ საქართველომ თავი წარმოაჩინა როგორც კორუფციისგან თავისუფალი ქვეყანა. გარდა ამისა, უამრავი შეღავათის წყალობით – როგორიცაა, სავალუტო რეგულაციის წესები, უცხოური კაპიტალის თავისუფალი შედინება და გამოდინება, მომსახურების შედარებით დაბალი ღირებულება, ასევე სტაბილური საბანკო სისტემა – საქართველო მიმზიდველი, ევროკავშირის არაწევრი ქვეყანაა, სადაც შეიძლება საერთაშორისო ბიზნესის წამოწყება/დაფუძნება. არანაკლებ მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ უცხოელმა ინვესტორმა შეიძლება ისარგებლოს ბიზნესის ყველა ამ შეღავათით საქართველოში ან მისი მეშვეობით, ქვეყანაში დარჩენისა თუ ვიზიტის საჭიროების გარეშე. ასევე აღსანიშნავია, რომ საქართველოს ჯერ არ აუღია თავის თავზე ფინანსური ანგარიშგების ინფორმაციის საერთაშორისო ავტომატური გადაცვლა და ფინანსური ანგარიშგების ერთიანი სტანდარტი.

საქართველოს საგადასახადო ინსპექცია როგორც ადგილობრივი ასევე უცხოური IT ბიზნეს სექტორს სთავაზობს ერთ-ერთ შეღავათს – სპეციალური სავაჭრო კომპანიის სტატუსს. ეგრეთ წოდებული „ვირტუალური ზონის სუბიექტი“ (რომელიც წარმოადგინა საქართველოს საგადასახადო კოდექსმა) არის იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს საინფორმაციო ტექნოლოგიების საქმიანობას და რომელსაც საქართველოს საგადასახადო ორგანოს მიერ მინიჭებული აქვს სპეციალური სავაჭრო კომპანიის სტატუსი. მოგება, რომელსაც  ვირტუალური ზონის სუბიექტი მიიღებს საქართველოს ფარგლებს გარეთ საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების მიწოდების გზით, საქართველოში დაბეგვრისგან განთავისუფლებულია.

საქართველოს ვირტუალური ზონის სუბიექტთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მომენტებიდან აღსანიშნავია შემდეგი:

  • – ვირტუალური ზონის სუბიექტის შემოსავალი თავისუფლდება დღგ-ს (18%) და მოგების გადასახადებისგან (15%) თუ კომპანია აწვდის თავის მომსახურებას უცხოელ მომხმარებლებს საქართველოს ფარგლებს გარეთ;
  • – დივიდენდის გადასახადის შემთხვევაში (ფიზიკური პირისადმი ან არარეზიდენტი იურიდიული პირისადმი/აქციონერისადმი), გადასახდელი იქნება მხოლოდ 5% საქართველოს მიერ დაკისრებული გადასახადი დივიდენდებზე, რასაც გადაიხდის კომპანია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დივიდენდის გადახდის მომენტში. თუ საქართველოში დივიდენდების გადახდა ხდება ქართველი აქციონერისადმი, მაშინ ასეთი პირი აღნიშნული არ იქნება დასაბეგრ სუბიექტთა ბაზაში. თუ დივიდენდები გადახდილია უცხოელი აქციონერისადმი, მაშინ ამგვარი აქციონერის დაბეგვრა განიხილება მისი რეზიდენტობის ქვეყანაში, საქართველოსა და შესაბამის ქვეყანას შორის ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმების პირობების გათვალისწინებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში). თუმცა-ღა, თუ ვირტუალური ზონის სუბიექტის შემოსავალი განაწილდება არა დივიდენდის ფორმით, არამედ კანონით დაშვებული სხვა საშუალებით, მაშინ საქართველოში დაქვითული 5% გადასახადი არ იქნება გადახდილი და შესაბამისად, საქართველოში დაბეგვრა არ მოხდება;
  • – ვირტუალური ზონის სუბიექტის დირექტორი შეიძლება იყოს როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი პირი, რომელიც შეიძლება ფიზიკურად იმყოფებოდეს საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ და შეეძლოს კომპანიის ანგარიშების მართვა ინტერნეტ ბანკინგის მეშვეობით;
  • – საქართველოში დაქირავებული პერსონალის ყოლა არ მოითხოვება, გარდა კომპანიის დირექტორისა, რომელიც დაინიშნება ორგანიზაციის სახელმწიფო რეგისტრაციისთანავე;

საქართველოს კანონმდებლობა ზუსტად არ განმარტავს თუ რა ტიპის ქმედებები შედის ტერმინში „საინფორმაციო ტექნოლოგიების საქმიანობა“ იმ კომპანიისთვის, რომელსაც მიენიჭა „ვირტუალური ზონის სუბიექტის“ სტატუსი; თუმცა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდის თანახმად, აღნიშნული ტერმინი მოიცავს „კომპიუტერული საინფორმაციო სისტემების შესწავლას, მხარდაჭერას, განვითარებას, დიზაინს, წარმოებასა და დანერგვას, რის შედეგადაც მიიღება პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტები“. ამგვარად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ რომ ნებისმიერი ვებპროდუქტი/მომსახურება, რომელიც წარმოებულია და მიწოდებულია საქართველოს ვირტუალური ზონის სუბიექტის მიერ შეიძლება ჩაითვალოს „საინფორმაციო ტექნოლოგიების საქმიანობად“ და გულისხმობს რომ ამგვარი სუბიექტი განახორციელებს კვლევას, განვითარებას, მხარდაჭერას, დიზაინის საქმიანობას და იგი არის შესაბამისი პროდუქტის ინტელექტუალური საკუთრების უფლების მფლობელი.

აღნიშნულის შედეგად, საქართველოს ვირტუალური ზონის სუბიექტის სტატუსი საინტერესო შემოთავაზება ხდება საერთაშორისო IT ბიზნესისთვის, რომელიც ფოკუსირებულია უცხოელ კლიენტებზე.

თბილისის ოფისიდან „ეუროფასტი“ მოხარული იქნება უზრუნველყოს ყველა საჭირო მხარდაჭერა ვირტუალური ზონის სუბიექტის სტატუსის მიღებასა და შენარჩუნებაში საქართველოს ტერიტორიაზე, მათ შორის შედის როგორც საბუღალტრო საქმიანობა და სახელმწიფო გადასახადებთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურება, ასევე  კლიენტის წარდგენა სახელმწიფო ორგანოებსა და ბანკებში.

Anna Pushkaryova, Country Director,
Eurofast Georgia
T. +995 595 100 517
E. anna.pushkaryova@eurofast.eu

Please read our DISCLAIMER