Share this post

საქართველო განაგრძობს ბიზნესისთვის გამარტივებული საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის გატარებას, რომელიც ეკონომიკურ რეფორმასთან ერთად გულისხმობს კანონმდებლობის სრულ ჰარმონიზაციას ევრო კავშირის სტანდარტებთან. ამ ეტაპზე დასრულებულია მუშაობა საბაჟო კოდექსის ახალ პროექტზე, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ ევოპის კავშირიდან მოწვეული ექსპერტები, რომელმაც სრულად უნდა დააკმაყოფილოს ევროპის კავშირის სტანდარტები.

ახალი საბაჟო კოდექსის მიდგომა შემდეგ პრინციპებს ეფუძნება: მარტივი და სამართლიანი წესების შემოღება, სტაბილური და პროგნოზირებადი ბიზნეს გარემოს შექმნა, კერძო სექტორში საგარეო ვაჭრობასთან დაკავშირებული ხარჯების შემცირება და კიდევ უფრო მოქნილი საბაჟო პროცედურების დანერგვა.

საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა: „ციფრული განბაჟების იდეა ძალიან ამბიციური პროექტია. შემიძლია განვაცხადო, რომ საქართველო იქნება პირველი ქვეყანა არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მთელს აღმოსავლეთ ევროპაში, რომელიც დანერგავს ახალი თაობის ციფრულ საბაჟოს“.

ახალ საბაჟო კოდექსში ძირითადი ცვლილებებია:
• წინასწარი საბაჟო დეკლარაციის წარდგენა შესაძლებელია საქონლის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლამდე 200 დღით ადრე და საქართვეოს ტერიტორიიდან საქონლის გატანამდე 150 დღით ადრე;
• დაინერგება ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის კონცეფცია;
• რე-ექსპორტის საბაჟო პროცედურები გაუქმდება. რე-ექსპორტისთვის განკუთვნილი საქონელი დადეკლარირდება გამარტივებული საბაჟო პროცედურებით;
• საბაჟო მოსაკრებელი სატრანსპორტო საშუალების იმპორტზე გადასახადის გადამხდელს უკან დაუბრუნდება თუ სატრანსპორტო საშუალება დატოვებს საქართველოს ტერიტორიას შემოსვლიდან 6 თვის ვადაში;
• შემოღებული იქნება „განბაჟების მფლობელის“ სტატუსი. ეს ხარისხი მიენიჭება მყიდველს თუ იმპორტის რეჟიმით იმპორტირებულ საქონელზე საკუთრება გადაეცემა მყიდველს (არსებული კანონმდებლობა არ იძლევა იმპორტირებულ საქონელზე საკუთრების გადაცემის უფლებას ხელახალი დეკლარირების გარეშე);
• გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის გაგზავნა შესაძლებელია როდესაც გადასახადის გადამხდელი იხდის ყველაზე მაღალ საბაჟო ტარიფს იმპორტზე, რაც ეხება საქონელს კონსიგნაციური საქონლის ჩათვლით;
• ERP (საწარმოს რესურსების დაგეგმვა) სისტემა დაუკავშირდება საბაჟო ორგანოების მონაცემთა ბაზას;
• საბაჟო ორგანოები ვალდებულნი არიან აცნობონ გადასახადის გადამხდელს გადაწყვეტილების გამოცემამდე, თუ ასეთი გადაწყვეტილება უარყოფით გავლენას მოახდენს გადასახადის გადამხდელის ბიზნესზე. გადასახადის გადამხდელს საშუალება აქვს არგუმენტები წარმოადგინოს თავის დასაცავად. გადაწყვეტილების აღსრულება შესაძლოა შეჩერდეს დავის გადაწყვეტის პროცესში;
• საქონლის ტიპიდან გამომდინარე გადასახადისგან ზოგადად გათავისუფლების ნაცვლად, საბაჟო მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისგან გათავისუფლება მოხდება კონკრეტულ შემთხვევებში.
• საქართველოს კანონმდებლობაში სრულად დაინერგება საქონლით ვაჭრობის ფორმალური პროცედურების გამარტივების კონვენცია და საერთო ტრანზიტული პროცედურის კონვენცია.

დაგეგმილია რომ ახალი საბაჟო კოდექსი ძალაში შევა 2019 წლის 1 იანვრიდან.

კომპანიებს, რომლებიც საქართველოში ჩართულნი არიან ვაჭრობის სფეროში, რეკომენდაციას გავუწევთ თუ როგორ მოახდენს გავლენას მათ საქმიანობაზე საბაჟო კოდექსი. Eurofast თქვენს სამსახურშია და მზად ვართ დახმარება გაგიწიოთ საუკეთესო გზის შერჩევაში იმისთვის რომ უზრუნველყოთ ახალი წესების და რეგუალციების დაცვა.


ოლგა ნადეჟდინა
olga.nadiezhdina@eurofast.eu
აღმასრულებელი ადმინისტრატორი
EurofastGlobal Georgia


გთხოვთ იხილოთ ჩვენი DISCLAIMER