Share this post

საქართველო დროთა განმავლობაში სულ უფრო მეტად მიმზიდველი ქვეყანა ხდება როგორც ცხოვრების, ისე ბიზნესის თვალსაზრისით. იაფმა საცხოვრებელმა პირობებმა და ბინადრობის მოწმობის მიღების შედარებით გამარტივებულმა პროცესმა, ასევე გამარტივებულმა სამეწარმეო საქმიანობამ, შემცირებული საგადასახადო ტვირთით, საქართველო ერთ-ერთ ძირითად არა კორუფციულ საინვესტიციო ქვეყნად აქცია, სადაც ბიზნესს ნაკლები ხარჯი აქვს.

ბინადრობის მოწმობის მიღების გამარტივების გარდა, ბიზნესის აწყობის და მისი შემდგომი მართვის მიმზიდველი პირობებით საქართველო აგრძელებს ახალი კონცეფციების შემოთავაზებას დღევანდელ გლობალიზებულ საერთაშორისო ბიზნეს სამყაროში.

2018 წლის 3 ოქტომბერს, საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა ელექტრონული ბინადრობის მოწმობების შემოღების შესახებ; ეს არის საშუალება, რომელიც არა რეზიდენტ პირებს საშუალებას მისცემს დაარეგისტრირონ კომპანიები და გახსნან საბანკო ანგარიშები საქართველოში, ქვეყანაში ყოფნის გარეშე.

საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ აღნიშნა: „დღეს ოფიციალურად გამოვაცხადეთ ინიციატივა, რომელიც რევოლუციური მნიშვნელობის ცვლილებას წარმოადგენს. ჩვენ ვნერგავთ ელექტრონული ბინადრობის მოწმობების პრაქტიკას, რაც 34 ქვეყნის მოქალაქეს მისცემს საშუალებას დაარეგისტრირონ თავიანთი კომპანიები და გახსნან საბანკო ანგარიშები საქართველოში, ქვეყანაში ჩამოსვლის გარეშე და ისარგებლონ არსებული შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმებით“.

ამ ეტაპზე, მთავრობას ჯერ არ აქვს განსაზღვრული თუ რომელი ქვეყნები შეძლებენ ელექტრონული ბინადრობის მოწმობებით სარგებლობას, თუმცა აღინიშნა, რომ საქართველო ბიზნესის ასეთი რეგისტრაციის უფლებას მიანიჭებს მხოლოდ განვითარებული ქვეყნების მოქალაქეებს.

მოსალოდნელია, რომ შესაბამისი დასამტკიცებელი ცვლილებები მალე წარედგინება პარლამენტს განსახილველად და რომ ელექტრონული ბინადრობის მოწმობის კონცეფცია ძალაში შევა 2019 წლის 1 იანვრიდან. Eurofast აქტიურად დააკვირდება ამ საკითხის განვითარებას და ელის საერთაშორისო ინვესტორების შეკითხვებს იმის შესახებ თუ როგორ შეუწყობს ხელს აღნიშნული ინიციატივა საქართველოში თავიანთი საინვესტიციო გეგმების გამარტივებაში.


ოლგა ნადეჟდინა
olga.nadiezhdina@eurofast.eu
აღმასრულებელი ადმინისტრატორი
EurofastGlobal Georgia


გთხოვთ იხილოთ ჩვენი DISCLAIMER