Share this post

ქვეყნის ეკონომიკის შემდგომი განვითარების, ვაჭრობის გამარტივებისა და მისი საგადასახადო რეჟიმის ლიბერალიზაციის მიზნით საქართველომ ხელი მოაწერა შეთანხმებას ჩინეთთან, საქართველოში თავისუფალი ვაჭრობის ზონების შექმნის შესახებ.

ჩინეთ-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას (FTA)ხელი 2017 წლის მაისში მოეწერა და ურთიერთგაგების მემორანდუმს ჩინეთის ვაჭრობის ვიცე-მინისტრმა და საქართველოს პირველმა ვიცე პრემიერ მინისტრმა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მოაწერეს ხელი „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე“ 28 ნოემბერს. თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება 2018 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება.

თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება გაცილებით დიდ არეალს შექმნის ვაჭრობის, მომსახურებისა და საინვესტიციო საქმიანობისთვის ევრაზიის სივრცეში, რომელიც 17 ერთეულს მოიცავს, როგორიცაა საქონელი, მომსახურება და ინტელექტუალური საკუთრების უფლება. ის ასევე ეხება ახალ თემებს, როგორიცაა ელექტრონული კომერცია, ბაზრის კონკურენცია და გარემო.

ამჟამად ქართული ექსპორტი ჩინეთში მოიცავს სპილენძის მადნებს, რკინის საბადოს, თხილს, ღვინოს, ალკოჰოლურ სასმელებს, ოქროსა და ნახევრადმზა პროდუქციას, ხოლოჩინეთიდან საქართველოში იმპორტირებულ საქონელს წარმოადგენს სამშენებლო დანადგარები, საწარმოო დანადგარები, ფოლადი, ელექტრონიკა, ტექსტილი, ტანსაცმელი და საყოფაცხოვრებო ტექნიკა საქართველოში.

შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ საქართველო ჩინეთის ექსპორტის 96,5%-ზე ტარიფს გააუქმებს, ხოლო საქართველოდან ჩინეთში იმპორტირებული საქონლის თითქმის 91%-ზე ტარიფი უფასო გახდება. შემდგომი 5 წლის განმავლობაში კი თითოეულ ტარიფს 3% დააკლდება.

საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით: ”საქართველო ერთადერთი ქვეყანაა მთელს რეგიონში, რომელსაც გაფორმებული აქვს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება როგორც ევროკავშირთან ასევე ჩინეთთან.”

ბოლო დროს საქართველომ თავისუფალი ვაჭრობის 4 ხელშეკრულება გააფორმა ევროპულ ქვეყნებთან, როგორიცაა ისლანდია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია და შვეიცარია. ევროკავშირი და ჩინეთი კი საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს წარმოადგენენ და საქართველო გახლავთ ევრაზიაში მე-11, ხოლო რეგიონში ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც ჩინეთთან მსგავსი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება დადო. სხვა ქვეყნები, რომლებსაც ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები აქვთ, დასავლეთ ევროპის ან შორეული აღმოსავლეთის განვითარებულ ნაწილში მდებარეობენ.

წლების წინ აბრეშუმითა და სანელებლებით დატვირთული ქარავნები ჩინეთიდან მთელს ევროპასა და ბრიტანეთის კუნძულებზე მოგზაურობდნენ. ახალი აბრეშუმის გზის საშუალებით, რომელიც მაგისტრალების, რკინიგზისა და მილსადენებისგან შედგება, თანამედროვე ”აბრეშუმი და სანელებლები” – რაშიც ენერგია, ბუნებრივი რესურსები და წარმოებული საქონელი იგულისხმება, მთელს ევრაზიაში საქართველოს გავლით იმოგზაურებს და ქვეყანაც დაიბრუნებს თავის სტრატეგიულ მნიშვნელობას, როგორც რეგიონის სატრანსპორტო-ინფრასტრუქტურული ცენტრი და შექმნის სატრანზიტო კორიდორს ევროპასა და აზიას შორის.

For more information, feel free to contact:

Irina Lopatina Eurofast Global, Georgia E: irina.lopatina@eurofast.eu

Please read our DISCLAIMER