Share this post

2017 წლის 22 ივნისს ყირგიზეთის პარლამენტმა დაამტკიცა კანონპროექტი დაბეგვრის საკითხებში შეთანხმების თაობაზე, რომელსაც ხელი მოაწერა საქართველოსთან ერთად 2016 წლის 13 ოქტომბერს. ამ ეტაპზე საქართველოს მხრიდან რატიფიკაცია ჯერ ისევ განხილვის პროცესშია და იმისათვის, რათა მიიღოს კანონის სახე და დამტკიცდეს, კანონპროექტს კვლავ სჭირდება ქვეყნის პრეზიდენტთა ხელმოწერები.

შეთანხმება გულისხმობს შემოსავლებთან და მოგებასთან დაკავშირებულ გადასახადებს, საქართველოს შემთხვევაში ეს იქნება საშემოსავლო გადასახადი და მოგების გადასახადი, ფიზიკური პირის ქონების გადასახადი, ხოლო ყირგიზეთის შემთხვევაში -იურიდიული პირის მოგების გადასახადი და საშემოსავლო გადასახადი. შეთანხმება ასევე იმოქმედებს იმ მსგავს გადასახადებზე, რომელიც ხელმოწერის შემდგომ შეიძლება დაეკისროთ პირებს და იგულისხმება, რომ ხელმომწერი მხარეების ხელისუფლება ერთმანეთს აცნობებს ქვეყანაში გატარებულ საგადასახადო ცვლილებებს.

განიხილება მუდმივმოქმედი წარმომადგენლობის დაარსება იმ შემთხვევებისთვის, თუ სამშენებლო ობიექტის მშენებლობა ან სამონტაჟო პროექტის შესრულება (მათ შორის ობიექტთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ზედამხედველობითი საქმიანობა) გაგრძელდება ექვს თვეზე მეტ ხანს. გარდა ამისა, მუდმივმოქმედ წარმომადგენლობაში ასევე განიხილება მენეჯმენტის ადგილი, ფილიალი, ოფისი, ქარხანა, საამქრო ან წიაღისეულის ან/და გაზის/ნავთობის ჭაბურღილი.

რაც შეეხება დაკავებულ/გამოქვითულ გადასახადებს, დივიდენდების დაბეგვრა მოხდება მათი მთლიანი თანხის 5%-ით თუ ბენეფიციარი მფლობელი არის კომპანია (გარდა ამხანაგობისა), რომელიც ფლობს კომპანიის კაპიტალის 25%-ს, იხდის დივიდენდებს და დივიდენდების მთლიანი თანხის 10%-ს ყველა სხვა შემთხვევაში.

როგორც კი აღნიშნული შეთანხმება ძალაში შევა, მისი პირობები ამოქმედდება  წყაროსთან დაკავებულ გადასახადებთან მიმართებაში – მიღებული შემოსავლიდან და ასევე წყაროსთან დაკავებულ გადასახადებთან აღნიშნული შეთანხმების ძალაში შესვლიდან მომდევნო წლის პირველი იანვრის დღეს ან მის შემდეგ.

ირინა ლოპატინა
კომპანია „Eurofast Global“, თბილისის ოფისი
irina.lopatina@eurofast.eu
+995322180310