Share this post

2003 წლიდან საქართველომ უწყვეტი რეფორმების ციკლი წამოიწყო  ეკონომიკის ლიბერალიზაციის მიმართ. შედეგად, უკანასკნელი წლების განმავლობაში საქართველოს ეკონომიკა სტაბილურად იზრდებოდა. ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვან ეკონომიკურ სექტორს წარმოადგენს სოფლის მეურნეობა, სამთო მრეწველობა (მანგანუმი და სპილენძი) და წარმოება. გასული ათწლეულის მანძილზე საქართველო სტაბილურ დაბანდებებს ახორციელებს ენერგეტიკული დამოუკიდებლობის კუთხითაც,  ჰიდროენერგეტიკაზე აქცენტირებით. გარდა ამისა, ქვეყანა აქტიურად იყენებს თავის გეოგრაფიულ ადგილმდებარეობას გახდეს მსხვილი ლოჯისტიკური ცენტრი. ამჟამად, საქართველოს ეკონომიკას კარგი შანსი აქვს გადააჭარბოს   ოფიციალურ 4%-იანი ზრდის პროგნოზს 2017 წელს, კერძო სექტორის განვითარებისა და მთავრობის მიერ ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების წყალობით.

საქსტატმა,  საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა, გამოაქვეყნა ისტორიული მონაცემები საქართველოს მშპ-ს შესახებ, ასევე 2017 წლის პირველი კვარტლის პერსპექტივები.

როგორც ზემოთ მოყვანილი მონაცემებით შეიძლება აღინიშნოს, მშპ-ს რეალური ზრდა 5,1% -ია 2017 წლის ივლისამდე.

საქართველოს მშპ ბოლო კვ. 3/17 კვ. 4/17 კვ. 1/18 კვ. 2/18 2020
მშპ-ს წლიური ზრდა            5.10            4.50            4.20            5.30            4.60            4.90

 

როგორც ზემოთ ცხრილში აღინიშნა სავაჭრო ეკონომიკის მიხედვით, საქართველოში მშპ-ს წლიური ზრდის ტემპი 12 თვეში 4.60-მდე გაიზრდება. გრძელვადიან პერსპექტივაში, საქართველოს ეკონომიკის ეკონომეტრიული მოდელების თანახმად, მშპ-ს წლიური ზრდის ტემპი 2020 წლისთვის კი 4.90% -ით გაიზრდება.

ავტორი: ირინა ლოპატინა

ელ-ფოსტა: Irina.lopatina@eurofast.eu

პირდაპირი ნომერი: +995.322.180.310